воскресенье, 29 апреля 2012 г.

American Horror Story


  ყველასათვის კარგად ნაცნობი, საკაბელო არხ _ FX_ის სერიალი ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია'' უკვე გახდა ბვრისთვის საყვარელი სერიალი და მიუხედავდ იმისა, რომ ეთერში მხოლოდ თორმეტი ეპიზოდი გავიდა სერიალი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებლებს შორის. გასული წლის 5 ოქტომბერს გამოსული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს სახლზე, რომელიც მისტიკური ენერგეტიკული ველით არ უშვებს მის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამინების სულებს, რათა მათ მოიპოვონ საუკუნო სიმშვიდე, წარმატებული გამოდგა და მისი შემქმნელები აპირებენ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ისევ 5 ოქტომბერს, ეკრანებზე დააბრუნონ სერიალი სერილი მეორე სეზონით და უკვე სრულიად სხვა გმირებით და სხვა მოქმედების ადგილით. პროდიუსერების ცნობით სერიალის ყოველი სეზონი იქნება დამოუკიდებელი წინამორბედებისგან, იდეა უდაოდ საინტერესოა, ,,უჟასტიკების'' და მისტიკის მოყვარულებო ისღა დაგვრჩენია დაველოდოდ სანატრელი ოქტომბრის მოსვლა. მანამდე კი გაგახსენებთ სერიალის პირველ სეზონს და შემოგთავაზებთ ფოტოკრებულს....



1 комментарий: