воскресенье, 29 апреля 2012 г.

გადაცხოვრება




სახლში მისვლა


,,თუ უკვე ჩამოხვედი გასაღები მეზობელთანაა, გამოართვი და სახლში შედი. მე მალე დავბრუნდები!''

წერილიი? ამხელა გზიდან ცამოსულ ადამინს ბებიჩემმა მხოლოდ წერილი დამიტოვა კარზე აკრული დ ათვითონ სადრაც დაახვია? წარმოუდგენელია!
 ვაკაკუნებ მეზობელთან. კარს არავინ მიღებს. კიდევ ერთხელ ვაკაკუნებ ამჯერად ცოტა ძლიერად. როგორც იქნა! გაბურძგნულ, სათვალებიან კაცს გასაღებს ვთხოვ.
  _ მოიცა შენ ლიზიკოს შვილიშვილი ხარ ბაბუ?
 მეკითხება კაცი და პასუხს არც კი ელოდება ისე მოდის ჩასახუტად. ვცდილობ გავიწიო, მაგარმ უკვე გვიანია. ესღა მაკლდა, ვდგავარ და ვიღაც მოხუცს  ვეხუტები. ნეტა სალი მხედავდეს რას მეტყოდა.
  _ კაშმარ!
 იყვიებდა მთელ ხმაზე.
 ჩემი ჩამოსვლით, სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფ მეზობელს, ყალბი, მაგრამ შესახედავდ, მაინც სასიამოვნო ღიმილით ვშორდები და სახლში შევდივარ.

სახლში შესულინ ჩემოდანს ვაგდებ და ირგვლივ ვიხედები...
 _ ნეტა რად უნდა ბებიაჩემს ამხელა ბინა! _ ვფიქრობ ჩემთვის. _ არაუშავს ფეხებს, რომ გაფშეკს მივაყიდი. მაინც მე დამრჩება ყველაფერი.
  სამზარეულოში გავდივარ და თავლები მინათთდება. ბებიაჩემმა ტორტი გამომიცხო?  ნუთუ ჩემთვის?
 _ ღმერთო რა საყვარელია!

 ხელებს ვიბან და ერთ ნაჭრს ვიჭრი, რამოდენიმე ამში პირი სულ მთლად სავსე მაქვს. ვიღებ მეორე ნაჭრს და ჩემი დიეტა მახსენდება. რა იზამ _ ისლამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ტყუილა უწვალია ბებიაჩემს.
  ტელევიზორი ჩავრთე და საავრძელში მოვკალათდი. სულ მალე ბებიაც მოვიდა. მოსვლისთანავე მხოლოდმ ერთხელ გადამკოცნა და ეგრევე ჩემს ოთახში შემატანინა ბარგი. აი რატომ მომწონს ლიზა _ ზედმეტი ფამილარობა არ უყვარს.
ჩემი ოთახი პატარა, მაგარმ კოხტა გამოდგა.  კედელზე უკვე გაყვითლებული, ისე კი ვარდისფერი შპალერია. ფუმფულა საწოლი ფანჯარასთან დგას ახლოს. მაგიდაზე ლარნაკია ნარცისებით,  რა საშინელებაა, ვერ ვიტან ნარცისებს, მემგონი მაგათზე ალერგიაც მაქვს, ზუსტად არ ვიცი დედაჩემს უნდა ვკითხო, ხალიჩა, რომელიც ოთახს სანახევროდ ფარავს საკმაოდ კარგ ფორმაშია, სავარძლებსაც არაუშვას _ მოკლედ ამ მოთახში გავძლებ. ყოველშემთხვევაში სანამ შემს მშობლებს ბრაზი გადაულით. ნეტა კიდე რამდენხანს გაძლებენ უჩემოდ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაელოდე შემდეგ ეპიზოდს გვანცას გადაცხოვრებიდან

Комментариев нет:

Отправить комментарий