понедельник, 7 мая 2012 г.

ქალაქ ლაზიკას პროექტი

 მინდა გიჩვენოთ ფოტოები რომელთაც ცოტა ხნის წინ გადავაწყდი და რომლებზეც ასახულია თუ როგორი იქნება ლაზიკა აშენების შემდეგ.




























воскресенье, 6 мая 2012 г.

მარიამ სტიუარტი


 ისტორიაში ცოტაა ისეთი მანდილოსანი, რომელსაც ხალხში მითქმამოთქმა გამოეწვიოს და კიდევ უფრო ცოტა ისეთი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს და თავისი ცხოვრებით კვლავაც და კვლავაც ზოგს აღაფრთოვანებს, ზოგს აღაშფოთებს, თუმცა ყველას თავისი იდუმალებითა და ტრაგიკული ბედით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თავადვე ქმნიდა დააინტერესებს. ასეთი იყო მარიამ სტიუარტი ამაყი, მომხიბლელი, ჭკვიანი და თავქარიანი, ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა, და ამის მიუხედავად მაინც დარჩა ქალად, შეიძლება სწორედ ეს იყო მისი ყველქზე დიდი შეცდომა. შედომა, როემლიც მის მოსისხლე მტერსა და საუკუნო მოქიშპეს, ინგლილისა სა მთელი მსოფლიოს მიერ დიდ მონარქად აღიარებულ ელიზაბეტს არასოდეს გაუმეორებია.




 მარიამ სტიუარტი დაიბადა 1542 წლის 8 დეკემბერს. იგი იყო შოტლანდიის სახელოვანი მეფის იაკობ მეხუთის და ცნობილი ფრანგი დიდგვაროვანი ქალის, მართლმორწმუნე კატოლიკის მერი გიზის შვილი. ახალშობილი დაბადებამდე დაქვრივდა ვინაიდან მამამისი ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა ვიდრე მომავალი მონარქი დაიბადებოდა, მისი ცხოვრება თავიდანცვე ტრაგიკულად იწყება. თითქოს უფლის მიერ კეთდება პატარ მინიშნება დედოფლის შემდგომი ცხოვრების ბედსა და განვითარებაზე.
 
ახალშობილი სასწრაფოდ აკურთხეს პატარა და რარიბი შოტლანდიის მონარქად, რადგან დიდი იყო შიში და საფრთხე იმისა, რომ ამ მიწას მეზობელი ინგლისი ან საფრანგეთი მიიტაცებდნენ, რომლებიც ამაზე დიდი ხანია ოცნებობდნენ. სულ ჩვილი მარია დანიშნეს საფრანგეთის მეფე შენირს ვაჟ დოფინ ფრანცისკზე და საფრანგეთში მალულად გაგზავნეს, რადგან ინგლისელებს სურდათ იგი ინგლისის ტახტის მემკვიდრეზე დაექორწინებინათ, რომელიც მარიას ბიძაშვილად ერგებოდა და ამით საბოლოდ მიეერთებიათ შოტლანდიის მიწა.




საფრანგეთის მდიდრულ სამეფო კარზე მარია სწავლობდა მონარქობას და ითვისებდა დახვეწილ ფრანგულ მანერებს.




მალევე იგი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მომავალ მეფეს, იმავე წელს კი ინგლისში ტახტზე ავიდა ელიზაბეტი, ანა ბოლეინის მიერ უკანონოდ შობილი, ვინაიდან მარია სტიუარტი ინგლილის მეფე ჰენრი მეორის შვილიშვილი იყო, მის ტახტზე კი უკანონოდ შობილი ელიზაბეტი იჯდა, ერთადერთმა კანონიერმა მემკვიდრემ პრეტენზია განაცხადა თავის უფლებებზე და კიდევ უფრო გააღვივა შუღლი, რომელიც მასსა და მის ახლო ნათესავს, ელიზაბეტს შორის იყო. 




მალევე მარიას ცხოვრებში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, გარდაიცვალა მისი მეუღლე საფრანგეთის მეფე, ამიტომ მასშოტლანდიაში გამგზავრება და მონარქის მოვალეობის შესრულება მოუწია. როგრც ამბობენ მტელი პარიზი თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა ულამაზეს ქვრივს. თვითონაც საფრანგეთზე სამუდამოდ შეყვარებული გემზე მანამ უყურებდა საფრანგეთის მიწას, სანამ გემი მთლად არ მოსცილდა ნაპირს. მდიდრული საფარნგეთიდან რარიბ შოტლანდიაში დაბრუნება საშინელება იყო მარიასთვის, თუმცა მას უყვარდა თავისი ქვეყანა და ამიტომ ერტხელაც არ დაფიქრებულა ტახტზე უარი ეთქვა და მარია მედიჩისთვსი ეთხოვა საფრანგეთში ცხოვრები უფლება. შოტლანდიელმა ხალხმა დიიდ სიხარულით მიიღო დედოფალი, როემლიც საოცრად მდიდრული სამოსიც, ყველას გაოცებას იწვევდა. თუმცა ბევრი ყვიროდა რომ ქალი მონარქი შოტლანდიას დაღუპავდა და თითქოს მათი წინასწარმეტყველება ახდა კიდეც. 


მარიას ყოველდღიურად უხდებოდა თავისი თავზე ზელაღებული მეტოქეების მოგერიება და ტახტის კბილებით დაცვა. ის მალე აღმოჩნდა პოლიტიკური ქორწინების საჭიროების წინაშე, გამოსავალი არ იყო იგი უნდა გათხოვილიყო, თუმცა მოხდა ისე, რომ მისმა მომავალმა საქმრომ მას თავბრუნ დაახვია და მალე იგი თავის ბიძაშვილი ჰენრი სტიუარტ, დარნლის ლორდს გაჰყვა ცოლად რომელიც ინგლისის ტახტის მემკვიდრეც იყო და მათი შვილი სეძლებდა ორი სამეფო გაერთიანებინა. ეს ყველას აწყობდა, ყველას გარდა ელისაბედისა, რომელსაც ქალური შურით შურდა მარიასი. ვინაიდან თვითონ იყო ბერწი, რომელიც ვერა და ვერ გათხოვდა. მასთან სტუმრად მოსულ პირებს კი ეკითხებოდა იყო თუ არა შოტლანდიის ახლგაზრდა დედოფალზე ლამაზი. ( ეს უდაოდ კომპლექსის მანიშნებელია)




დედოფალმა შოტლანიდაში ნამდვილად ააყვავა კულტურული ცხოვრება. იგი ცდილობდა დამტკბარიყო, თავისი ცხოვრებით, თითქოს მუდმივი მტრებიც დაივიწყა თუმცა მისმა ქალურმა ბუნებამ ისევ იჩინა იგი და მან დაუშვა ყველაზე იდიდ შეცდომა ცხოვრებაში _ მას შეუყვარდა! ბოსუელმა, რომელიც მთელს შოტლანდიაში გამოჩენილ ვაჟკაცად ითვლებოდა თავბრუ დაახვია დედოფალს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ მან გააუპატიურა დედოფალი, მარიას კი შეუყვარდა იგი.


თავისი ჭუითა და სილამაზით გამორჩეული ქალი ნამდვილად არ იმსახურებდა კაცს, როემლიც მას მხოლოდ შოტლანიის ტახტისკენ მიმავალ საფეხურად თვლიდა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, ვერც მარიამ უბრძანა და ამიტომ, უკვე საყვარლად ქცეული ბოსეულის თხოვნით თავისი ქმრის მოკვლევინებას შეუწყო ხელი რათა მას ცოლად გაჰყოლოდა. გაჰყვა კიდეც. ამან კი მთელი შოტლანდია აღაშფოთა , დედოფალი თავისი ქმრის მკვლელს მისთხოვდა და სულ გადაივიწყა შვილი, რომელსაც ბოლო წლებში ყურადღებასაც აღარ აქცვედა. პროტესტის ტალღა იზრდებოდა. ყველაფერი კი სამოქალაქო ომით დასრულდა სადაც მარია დამარცხდა და იძულებული გახდა ელიზაბეტისთვის, თავისი მტრისთვის ეთხოვა დახმარება, მტრისთვის, რომელაც გულუბრყვილო გოგო მეგობრად თვლიდა. ელიზაბეტის ბედნიერებას საზღავრი არ ჰქონდა, როცა მარია იხილა მუხლ მოყრილი მის წინაშე. ბევრი ლოდინის შემდეგ მან დართო ნება თავის ნათესავს ინგლისში ეცხოვრა, თუმცა როგრც კი დაინახა, რომ მაირა სტუარტი თავსი ქარიზმით არა მარტო ინგლისელი ხალხის არამედ დიდებულების მხარდაჭრეა და კეთილგანწყობა დაიმსახურა, როემლიც თვითონ ელიზაბეტს ყოველთვის აკლდა, მან მარიას ქმრის მკვლელობაში დასდო ბრალი და დააპატიმრა. ელიზაბეტს ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა, თუმცა მარიას დამცველიც არავინ ჰყავდა ამიტომ მან 18 წელი ტყვეობაში, პირქუშ ციხესიმაგრეში გაატარა.



სწორედ აქედან ჩნდება ხალხში ლეგენდები დატყვევებულ დედოფალზე. რომლის არსებობაც კი მითად და თავად ლეგენდად იქცა. ელიზაბეტმა არც იმით მოისვენ, რომ შოტლანდიისა და ინგლისის კანონიერი და ერთადერთი დედოფალი დაატყვევა, მან მოაწყო ინსცენირებული სასამართლო , რომელმაც მარიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ელისაბედის მკვლელობის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწობის ბრალდებით. 44 წლის ასაკში ღვთის მიერ ხელდასმულ დედოფალს თავი მოჰკვეთეს.





მარიამ სტიუარტი გარდაიცვალა თუმცა არსებობა განაგრძო ხელოვნებაში, როგორც ამბობენ სწორედ იგია შექსპირის ტრაგედიების ლირიკული გმირი, ბევრი იმასაც ამბობს, რომ იგი თავად წერდა პიესებს შექსპირის ფსევდონიმით. მასზე დაიწერა უამრავი პოემა თუ ნოველა. ოთხი საუკუნის შემდეგ შტეფან ცვაიგმა დაწერა რომანი მასზე, რომელიც მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული, მასზე დგამენ სპექტაკლებს, მას კიცხავენ და მას ადიდებენ. როგორც დედოფალს, როგრც პატრიოტს, როგრს მშვენიერ ქალს, და როგრც თავქარიან სულელს. დღეს კი მარიამ სტიუარტიც და ელისაბეტიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ განისვენებენ, არავინ იცის ეს ელიზაბეტის სურვილი იყო თუ უბრალო დამთხვევა. 



среда, 2 мая 2012 г.

ასე სანატრელი ,,მაჩალკა’’



ხშირად და ბევრს საუბრობენ ქართული საზოგადოების მენტალურ მხარეზე. მართლაც ეს პრობლემაა და საკმაოდ მტკივნეული. თუმცა ახლა ამაზე არ გვინდა. ჩვენ საზოგადოებას და მის პროცენტულად საკმაოდ დიდ ნაწილს სხვა გარეგნულად საკმაოდ შესამჩნევი და პირდაპირი გაგებით შესაგრძნობი პრობლემა აქვს. პრობლემის სირთულე იმაშია რომ ხშირად ის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს სულაც არ აწუხებს ის. მთლად რომ არ დაგაბნიოთ მოდი ასე ვთქვათ ის ვისაც ეს პრობლემა უნდა აწუხებდეს აკმაოდ კომპორტულად გრძნობს თავს. საქმე ეხება ჰიგიენურობასა და სისიუფთავეს. მართლაც ბევრისთვის ახლოა ეს თემა არა? განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც ხშირად უწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტიტ მგზავრობა. როცა ხალხით გატენილ ავტობუსსა ან თუნდაც მატარებლის ვაგონში ხარ არ არის ძნელი შეამჩნიო რომ ჩვენი ქალაქის ბევრ ბინადარს ავიწყდება ხოლმე მოწესრიგება, და აქ საუბარია თავი ელემენტარულ მოწესრიგებაზე. სულაც არაა საჭირო დიდი კოხტა კობწია და ავადმყოფურად სისუფთავის მოყვარული იყო ეს რომ შეამჩნიო. მეტიც ეს (მყრალ სუნზეა საუბარი) თავად შეგამჩნევს და შეგაწუხებს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არავის შეურაწყოფა არ მივაყენო (მსგავსი რამ არც მიფიქრია) უბრალოოდ არასასიამოვნოა როცა ქალაქში ბევრ სველ იღლიას და დაუბანელ თავს შეამჩნევ მათ შორის ახალგაზრდებისასას. არადა ძირითადად ეგენი უნდა გამოირჩეოდნენ საკუტარი თავის მოვლა პატრონობით. რადგან ყოველი მათგანი იქ სადღაც გონებაში ვინმეს ეპრანჭება. სამგიეროდ გაცილებით უფრო მოვლილი და მოწესრიგებული დადის უბრალო 80 გადაცილებული პენსიონერი. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს იმას რაც ყველაზე მეტად არ მინდა ნუთუ ჩვენმა საზოგადოებამ ამ კუთხით სრული რეგრესი განიცადა? ასეა თუ ისე ფაქტი ერთია ხალხს ან წყლის ან სისუფთავის ფობია დაემართა. ან ყველანი ისე დაკავებულნი არიან რომ საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან, რაშიც ეჭვი მეპარება. რაც ყველაზე საინტერესოა ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს სოციალურ სტატუსს. არ ბანაოვბა ვირუსივით მოედო ქალაქს და გავრცელდა ყველგან. კიდევ ერთი რამ რისი ააღნიშვნაც მინდოდა ისაა რომ სისუფთავის კუთხით გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობაა რეგიონებში.

понедельник, 30 апреля 2012 г.

ქანდაკებები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ...



ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მათ დედაქალაქებში, არის უამრავიბ ღირსშესანიშნაობა, რომლებიც იზიდავენ მილიონობით ტურისტს ყოველწლიურად.  თუმცა მოედნების, ცნობილი შადრევნების, ეკლესია-მონასტრებისა და ციხესემაგრეების გარდა ტურისტებს ასევე იზიდავენ ქანდაკებები, რომლებიც აუცილებელია, ნახო, როდესაც სწუმრობ ამა თუ იმ ქვეყანას.





1.       აღდგომის კუნძული, არის ერთ-ერთი ყველაზე  დაშორებული, დაუსახლებელი კუნძული. იგი ცნობილია გიგანტური ქანდაკებებით, ანდა, როგორც მათ სხვაგვარად უწოდებენ მაოი. რომელიც შესაძლოა შექმნილი ყოფილიყო, როგორც კერპი.






2 .მსოფლიოში სულ რამოდენიმეა ქრისტეს ისეთი ქანდაკება, რომელიც პოპულარობეით კონკურენციას გაუწევდა მაცხოვრის ქანდაკებას რიოში. ქანდაკების შექმნა მიმდინარეობდა 1922-1931 წლებში და დღეს იგი რიოს ერთ-ერთი სიმბოლოა.

3.კოპენჰაგენში ვიზიტი არ ცაითვლება სრულფასოვნად თუ თქვენ არ ნახავთ ,,პატარა ქალთევზას'' ქანდაკებას. რომელიც 1909 წლეს ააგო კარლ იაკობსენმა, ფირმა ,,კარსბერგის'' ფუძემდებლის შვილმა.


4.კლდეში გამოტლილი ბუდას ქანდაკება ლეშანში.(ჩინეთი) მას აქანდაკებდნენ თითქმის ერთი საუკუნე და დაამტავრეს 713 წელს. ქანდაკების შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ ბუდა დაამშვიდებდა იმ მდინარის, საშიში წყლებს, რომელსაც ის გადაჰყურებს.

5.ჩინგიზ ყაენის ეს ქანდაკება შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან ის წარმოუდგენელი სიმაღლიდან გადმოჰყურებს ულან-ბატორის ტურისტულ ცენტსრს მონღოლეთში. მნახველებს საშუალება აქვთ ავიდნენ ცხენის თავზე და დატკბნენ შესანიშნავი ხედით.
 6. დავითის ეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც საუკეთესო პროპორციების სიმბოლოდაა აღიარებული, შექმნილი იყო იმისთვის, რომ მდგარიყო ღია ცის ქვეშ თუმცა 1873 წლიდან მას ინახავენ მუზეუმის კედლებში.

воскресенье, 29 апреля 2012 г.

გადაცხოვრება




სახლში მისვლა


,,თუ უკვე ჩამოხვედი გასაღები მეზობელთანაა, გამოართვი და სახლში შედი. მე მალე დავბრუნდები!''

წერილიი? ამხელა გზიდან ცამოსულ ადამინს ბებიჩემმა მხოლოდ წერილი დამიტოვა კარზე აკრული დ ათვითონ სადრაც დაახვია? წარმოუდგენელია!
 ვაკაკუნებ მეზობელთან. კარს არავინ მიღებს. კიდევ ერთხელ ვაკაკუნებ ამჯერად ცოტა ძლიერად. როგორც იქნა! გაბურძგნულ, სათვალებიან კაცს გასაღებს ვთხოვ.
  _ მოიცა შენ ლიზიკოს შვილიშვილი ხარ ბაბუ?
 მეკითხება კაცი და პასუხს არც კი ელოდება ისე მოდის ჩასახუტად. ვცდილობ გავიწიო, მაგარმ უკვე გვიანია. ესღა მაკლდა, ვდგავარ და ვიღაც მოხუცს  ვეხუტები. ნეტა სალი მხედავდეს რას მეტყოდა.
  _ კაშმარ!
 იყვიებდა მთელ ხმაზე.
 ჩემი ჩამოსვლით, სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფ მეზობელს, ყალბი, მაგრამ შესახედავდ, მაინც სასიამოვნო ღიმილით ვშორდები და სახლში შევდივარ.

სახლში შესულინ ჩემოდანს ვაგდებ და ირგვლივ ვიხედები...
 _ ნეტა რად უნდა ბებიაჩემს ამხელა ბინა! _ ვფიქრობ ჩემთვის. _ არაუშავს ფეხებს, რომ გაფშეკს მივაყიდი. მაინც მე დამრჩება ყველაფერი.
  სამზარეულოში გავდივარ და თავლები მინათთდება. ბებიაჩემმა ტორტი გამომიცხო?  ნუთუ ჩემთვის?
 _ ღმერთო რა საყვარელია!

 ხელებს ვიბან და ერთ ნაჭრს ვიჭრი, რამოდენიმე ამში პირი სულ მთლად სავსე მაქვს. ვიღებ მეორე ნაჭრს და ჩემი დიეტა მახსენდება. რა იზამ _ ისლამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ტყუილა უწვალია ბებიაჩემს.
  ტელევიზორი ჩავრთე და საავრძელში მოვკალათდი. სულ მალე ბებიაც მოვიდა. მოსვლისთანავე მხოლოდმ ერთხელ გადამკოცნა და ეგრევე ჩემს ოთახში შემატანინა ბარგი. აი რატომ მომწონს ლიზა _ ზედმეტი ფამილარობა არ უყვარს.
ჩემი ოთახი პატარა, მაგარმ კოხტა გამოდგა.  კედელზე უკვე გაყვითლებული, ისე კი ვარდისფერი შპალერია. ფუმფულა საწოლი ფანჯარასთან დგას ახლოს. მაგიდაზე ლარნაკია ნარცისებით,  რა საშინელებაა, ვერ ვიტან ნარცისებს, მემგონი მაგათზე ალერგიაც მაქვს, ზუსტად არ ვიცი დედაჩემს უნდა ვკითხო, ხალიჩა, რომელიც ოთახს სანახევროდ ფარავს საკმაოდ კარგ ფორმაშია, სავარძლებსაც არაუშვას _ მოკლედ ამ მოთახში გავძლებ. ყოველშემთხვევაში სანამ შემს მშობლებს ბრაზი გადაულით. ნეტა კიდე რამდენხანს გაძლებენ უჩემოდ?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დაელოდე შემდეგ ეპიზოდს გვანცას გადაცხოვრებიდან

გადაცხოვრება

 მატარებელი

















 ...ერთ კვირიანი შინაპატიმრობა, ერთ თვე  ჯიბის ფულის გარეშე დატოვება, და კიდევ უამრავი სხვა სახის სასჯელი, რომელსაც მშობები ჩვენს დასასჯელად იყენებენ. ყველაფრის  მიუხედავად, ეს სასჯელები მაინც ერთგვარია, ყოველთვის ერთი და იგივე, თუმცა ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს განსხვავებულები ყოფილიყვნენ და სასჯელის სახით ბებიაჩემთან, პროვინციაში მაგზავნიან.
 ზუსტად ახლა, რომცა პარალელურად თქვენ გიყვებით ჩემს ამბავს ვზივარ მატარებელში და ველოდები, როდის ავღმოჩნდები ჯოჯოხეთში.
  მოწყენილმა ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე და ჩემს ჩემოდანს გავხედე. მოულოდნელად ჩემი ბავშვობის ზღაპარი მახსენდება, ჩემოდანზე, რომელსაც თუ დააჯდებოდი გაგაფრენდა იქ სადაც მოისურვებდი.
  _ ნეტა ჩემს ჩემოდანსაც გააჩნდეს ეს ჯადოსნური თვისება!
 ვნატრობ სულელივით და ვცდილობ დავიძინო, საოცრად ბინძურ და მოუხერხებელ მატარებლის კუპეში.
 ,, ღმერთო ჩემო მე მხოლოდ თხუთმეტის ვარ და როგორ მოვახერხე საკუთარი ცხოვრების ასე განადგურება''
  ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                                                                
დაელოდე შემდეგ  ეპიზოდს გვანცას გადაცხოვრებიდან...

American Horror Story


  ყველასათვის კარგად ნაცნობი, საკაბელო არხ _ FX_ის სერიალი ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია'' უკვე გახდა ბვრისთვის საყვარელი სერიალი და მიუხედავდ იმისა, რომ ეთერში მხოლოდ თორმეტი ეპიზოდი გავიდა სერიალი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს მაყურებლებს შორის. გასული წლის 5 ოქტომბერს გამოსული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს სახლზე, რომელიც მისტიკური ენერგეტიკული ველით არ უშვებს მის ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამინების სულებს, რათა მათ მოიპოვონ საუკუნო სიმშვიდე, წარმატებული გამოდგა და მისი შემქმნელები აპირებენ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ისევ 5 ოქტომბერს, ეკრანებზე დააბრუნონ სერიალი სერილი მეორე სეზონით და უკვე სრულიად სხვა გმირებით და სხვა მოქმედების ადგილით. პროდიუსერების ცნობით სერიალის ყოველი სეზონი იქნება დამოუკიდებელი წინამორბედებისგან, იდეა უდაოდ საინტერესოა, ,,უჟასტიკების'' და მისტიკის მოყვარულებო ისღა დაგვრჩენია დაველოდოდ სანატრელი ოქტომბრის მოსვლა. მანამდე კი გაგახსენებთ სერიალის პირველ სეზონს და შემოგთავაზებთ ფოტოკრებულს....