воскресенье, 29 апреля 2012 г.

გადაცხოვრება

 მატარებელი

















 ...ერთ კვირიანი შინაპატიმრობა, ერთ თვე  ჯიბის ფულის გარეშე დატოვება, და კიდევ უამრავი სხვა სახის სასჯელი, რომელსაც მშობები ჩვენს დასასჯელად იყენებენ. ყველაფრის  მიუხედავად, ეს სასჯელები მაინც ერთგვარია, ყოველთვის ერთი და იგივე, თუმცა ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს განსხვავებულები ყოფილიყვნენ და სასჯელის სახით ბებიაჩემთან, პროვინციაში მაგზავნიან.
 ზუსტად ახლა, რომცა პარალელურად თქვენ გიყვებით ჩემს ამბავს ვზივარ მატარებელში და ველოდები, როდის ავღმოჩნდები ჯოჯოხეთში.
  მოწყენილმა ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე და ჩემს ჩემოდანს გავხედე. მოულოდნელად ჩემი ბავშვობის ზღაპარი მახსენდება, ჩემოდანზე, რომელსაც თუ დააჯდებოდი გაგაფრენდა იქ სადაც მოისურვებდი.
  _ ნეტა ჩემს ჩემოდანსაც გააჩნდეს ეს ჯადოსნური თვისება!
 ვნატრობ სულელივით და ვცდილობ დავიძინო, საოცრად ბინძურ და მოუხერხებელ მატარებლის კუპეში.
 ,, ღმერთო ჩემო მე მხოლოდ თხუთმეტის ვარ და როგორ მოვახერხე საკუთარი ცხოვრების ასე განადგურება''
  ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                                                                
დაელოდე შემდეგ  ეპიზოდს გვანცას გადაცხოვრებიდან...

Комментариев нет:

Отправить комментарий