суббота, 28 апреля 2012 г.

,,ფასადები'', ანუ მემგონი მეც გავბედე წერა





 არა, ეს პოსტი მშენებლობას ნამდვილად არ შეეხება, არც სააკაშვილის მიერ მთელი ქვეყნის მაშტაბით ფასადების ჩვენი ბლოგივით აჭრელება უნდა გავიხსენო. უბრალოდ ,,ფასადები''   ჩემი მოთხრობის სათაურია.



თუ კლასელმა ცარიელი ბლოკნოტი გაჩუქათ, არ იცით შიგ რა ჩაწეროთ და მოულოდნელად საინტერესო სიუჟეტი მოგივიდათ თავში, მისი თამამი გადმოცემისგან და ფურცელზე გადატანისგან თავი არ შეიკავოთ! რა იცით, იქნებ თქვენც ჩემსავით მოთხრობა შემოგეწეროთ.





 მინდა მოკლედ შინაარსი მოგიყვეთ. ესე იგი რა ხდება _ ერთ ძლაიან ლამაზ ქუჩაზე, ორი ძალიან უსაქმური მოზადი გადაწყვეტს, ყურადღება არ მიაქციონ იმას, რომ რამოდენიმე საათში ახალი წელი მოვა და სამეზობლო შემოიარონ, ვითომ თავშესაფრისთვის, ფულის შესაგროვებლად.  ასე აღმოჩნდებიან ისინი ლამაზი ფასადების მიღმა, სადაც უბრალო ადამიანების არც თუ ისე ლამაზი ცხოვრება იმალება.




ნაწოარმოებში სამი ქალის ისტორია მოყოლილიი, რომლებმაც დაუშვეს საბედისწერო შეცდომები, რამაც მათი ცხოვრება სრულიად შეცვალა.
 მირანდა _ რომელიც დიდ ქალაქში დარჩა და კარიერა გაიკეთა ნაცვლად იმისა, რომ სოფელში საყვარელ ადამიანთან ერთად ეცხოვრა. შესაბამისაც, მარტო დარჩენილი მთელ დღეებს ბინოკლით მეზობლების თავლთვალში ატარებს.
 ნინა _ გაირიცხა უნივერსიტეტიდან, აუდიტორიაში სექსის გამო. მამამ სახლიდან გააგდო და უსახლკარო ცოლად გაჰყვა საუკეთესო მეგობირის, მთელი ცხოვრების სიყვარულს. საბოლოოდ ისიც მარტო დარჩა და ფასადებს მიღმა იპოვა ,,სიმშვიდე''.
 მაკა _ პროვინციელი გოგონა, რომელმაც მშობლიურ ქალაქში სიმშვიდე დაარღვია თავისი წერილებით, რომელსაც კვირაში ერთხელ ქალაქის ყველა მცხოვრებს კარის ქვეშ უცურებდა. წერილებში კი მოთხორბილი იყო თითოეულის საიდუმლოებები და ცხოვრების პიკანტური დეტალები, რომელიც ყველამ იცოდა, თუმცა ხმამაღლა არავინ საუბრობდა. მაკაც ,,დააღწია'' თავი პროვინციულ ქალაქს და ჟურნალისტის კარიერის გასაკეთებლად დიდ ქალაქში ჩამოვიდა. ასე აღმოჩნდა იგი ფასადებს მიღმა.


Комментариев нет:

Отправить комментарий