среда, 2 мая 2012 г.

ასე სანატრელი ,,მაჩალკა’’



ხშირად და ბევრს საუბრობენ ქართული საზოგადოების მენტალურ მხარეზე. მართლაც ეს პრობლემაა და საკმაოდ მტკივნეული. თუმცა ახლა ამაზე არ გვინდა. ჩვენ საზოგადოებას და მის პროცენტულად საკმაოდ დიდ ნაწილს სხვა გარეგნულად საკმაოდ შესამჩნევი და პირდაპირი გაგებით შესაგრძნობი პრობლემა აქვს. პრობლემის სირთულე იმაშია რომ ხშირად ის ვისაც ეს პრობლემა აწუხებს სულაც არ აწუხებს ის. მთლად რომ არ დაგაბნიოთ მოდი ასე ვთქვათ ის ვისაც ეს პრობლემა უნდა აწუხებდეს აკმაოდ კომპორტულად გრძნობს თავს. საქმე ეხება ჰიგიენურობასა და სისიუფთავეს. მართლაც ბევრისთვის ახლოა ეს თემა არა? განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც ხშირად უწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტიტ მგზავრობა. როცა ხალხით გატენილ ავტობუსსა ან თუნდაც მატარებლის ვაგონში ხარ არ არის ძნელი შეამჩნიო რომ ჩვენი ქალაქის ბევრ ბინადარს ავიწყდება ხოლმე მოწესრიგება, და აქ საუბარია თავი ელემენტარულ მოწესრიგებაზე. სულაც არაა საჭირო დიდი კოხტა კობწია და ავადმყოფურად სისუფთავის მოყვარული იყო ეს რომ შეამჩნიო. მეტიც ეს (მყრალ სუნზეა საუბარი) თავად შეგამჩნევს და შეგაწუხებს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და არავის შეურაწყოფა არ მივაყენო (მსგავსი რამ არც მიფიქრია) უბრალოოდ არასასიამოვნოა როცა ქალაქში ბევრ სველ იღლიას და დაუბანელ თავს შეამჩნევ მათ შორის ახალგაზრდებისასას. არადა ძირითადად ეგენი უნდა გამოირჩეოდნენ საკუტარი თავის მოვლა პატრონობით. რადგან ყოველი მათგანი იქ სადღაც გონებაში ვინმეს ეპრანჭება. სამგიეროდ გაცილებით უფრო მოვლილი და მოწესრიგებული დადის უბრალო 80 გადაცილებული პენსიონერი. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს იმას რაც ყველაზე მეტად არ მინდა ნუთუ ჩვენმა საზოგადოებამ ამ კუთხით სრული რეგრესი განიცადა? ასეა თუ ისე ფაქტი ერთია ხალხს ან წყლის ან სისუფთავის ფობია დაემართა. ან ყველანი ისე დაკავებულნი არიან რომ საკუთარი თავისთვის ვერ იცლიან, რაშიც ეჭვი მეპარება. რაც ყველაზე საინტერესოა ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს სოციალურ სტატუსს. არ ბანაოვბა ვირუსივით მოედო ქალაქს და გავრცელდა ყველგან. კიდევ ერთი რამ რისი ააღნიშვნაც მინდოდა ისაა რომ სისუფთავის კუთხით გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობაა რეგიონებში.