понедельник, 30 апреля 2012 г.

ქანდაკებები, რომლებიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ...



ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მათ დედაქალაქებში, არის უამრავიბ ღირსშესანიშნაობა, რომლებიც იზიდავენ მილიონობით ტურისტს ყოველწლიურად.  თუმცა მოედნების, ცნობილი შადრევნების, ეკლესია-მონასტრებისა და ციხესემაგრეების გარდა ტურისტებს ასევე იზიდავენ ქანდაკებები, რომლებიც აუცილებელია, ნახო, როდესაც სწუმრობ ამა თუ იმ ქვეყანას.





1.       აღდგომის კუნძული, არის ერთ-ერთი ყველაზე  დაშორებული, დაუსახლებელი კუნძული. იგი ცნობილია გიგანტური ქანდაკებებით, ანდა, როგორც მათ სხვაგვარად უწოდებენ მაოი. რომელიც შესაძლოა შექმნილი ყოფილიყო, როგორც კერპი.






2 .მსოფლიოში სულ რამოდენიმეა ქრისტეს ისეთი ქანდაკება, რომელიც პოპულარობეით კონკურენციას გაუწევდა მაცხოვრის ქანდაკებას რიოში. ქანდაკების შექმნა მიმდინარეობდა 1922-1931 წლებში და დღეს იგი რიოს ერთ-ერთი სიმბოლოა.

3.კოპენჰაგენში ვიზიტი არ ცაითვლება სრულფასოვნად თუ თქვენ არ ნახავთ ,,პატარა ქალთევზას'' ქანდაკებას. რომელიც 1909 წლეს ააგო კარლ იაკობსენმა, ფირმა ,,კარსბერგის'' ფუძემდებლის შვილმა.


4.კლდეში გამოტლილი ბუდას ქანდაკება ლეშანში.(ჩინეთი) მას აქანდაკებდნენ თითქმის ერთი საუკუნე და დაამტავრეს 713 წელს. ქანდაკების შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ ბუდა დაამშვიდებდა იმ მდინარის, საშიში წყლებს, რომელსაც ის გადაჰყურებს.

5.ჩინგიზ ყაენის ეს ქანდაკება შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს, რადგან ის წარმოუდგენელი სიმაღლიდან გადმოჰყურებს ულან-ბატორის ტურისტულ ცენტსრს მონღოლეთში. მნახველებს საშუალება აქვთ ავიდნენ ცხენის თავზე და დატკბნენ შესანიშნავი ხედით.
 6. დავითის ეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც საუკეთესო პროპორციების სიმბოლოდაა აღიარებული, შექმნილი იყო იმისთვის, რომ მდგარიყო ღია ცის ქვეშ თუმცა 1873 წლიდან მას ინახავენ მუზეუმის კედლებში.