суббота, 28 апреля 2012 г.

კოელიო მართლა კარგი რამეა თუ......?




კოელიოს რამდენიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ზუსტად ვერ გავერკვიე საკუთარ თავში. გაცჩნდა წინააღმდეგობა _ ის რასაც ეს ხანში შესული ბრაზილიელი წერდა მართლა გულლის სიღრმიდან ნაკარნახევი იყო და კოელიო გენიოსია თუ უბრალოდ ესეც მორიგი სრულებით უინტერესო თანამედროვე მწერალია რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რაზე წერს. როგორც ღმოჩნდა ის სულაც რ ყოფილა ბევრისთვის უინტერესო და აზრი მისი შემოქმედების შესახებ ისევე გაყოპილია საზოგადოებაში როგორც ჩემში. მომისმენია ფრაზა ,, ვგიჟდები მაგ კაცზე ’’ და ისიც უთქვამთ ჩემთვის მე უფრო განათლებული მეგონეო როცა კითხვაზე თუ რაწავიკითხე ბოლოს ვიტყოდი _ ზაჰირი, ალქიმიკოსი და ასე დაუსულებლად. კოელიოდან სხვა რამეზე გადავერთე( მერწმუნეთ ცხოვრებაში სხვა სადარდებელიც მაქვს) და აი ის ისევ…
 მან თავი ისევ გამახსენა როცა ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში მისი ახლად გადათარგმნილი ნამუშევარი ვიპოვე(არ მიყიდია). და ისევ დამაიმნტერესა მისი წიგნების პოპულარობამ ჩვენს ქვეყანაში. რაღა შორს წავსულიყავი და სამეგობროში გავიკითხე ვინმეს რამე თუ ქონდა წაკითხული ამ კაცისა. თქვენ წარმოიდგინეთ ლეგენდად ქცეულმა ალქიმიკოსმა პოპულარობა დათმო დაპირველ ადგილზე თერთმეტი წუთი გავიდა. ერთმა ისიც მითხრა ჯკარგი წიგნია ბევრი ვიცინეო. ჰო შეიძლება ვირაცისთვის სასაცილოც იყოს ბოზი მარიას გზა. როცა კიდევ ერთმა ნაცნობმა მის წინაშე კოელიოს ხსენებისთანავე პატარა ბლოკნოტი ამოიღო, რომელშიც მწერლის ფრაზები ეწერა მივხვდი რატომ შეძლება ადამიანებს მოსწონდეთ მარტივი ენით დაწერილი, ბანალური, სენტიმენტალური ისტორიები რომელებიც ყოველთვის happy end _ით მთავრდება. 
 ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი რატომ არ მოსწონს უმეტესობას ზემოდხსენებული მწერლის წიგნები. და მიზეზი დამაბნეველი აღმოჩნდა. საქე პოპულარობაშია. კოელიოს და მისი წიგნების პოპულარობა იმდენად დიდია რომ ჩვენს ქალაქში ყოველმა მესამემ (თუ არა მეორემ) იცის ან სმენია მაინც მის შესახებ. წიგნებიც ყველას წაკითხული აქვს და ეს ყველაფერი იწვევს იმათ გაღიზიანებას ვინც თვლის რომ დაბადებულია იმისათვის რომ იყოს განსხვავებული. კოელიოს ბუმიდან ცოტა ხნის შემდეგ ის ბევრის მიერ გოიმობად ჩაითვალა დაიწყეს საუბარი მისი წიგნების დაბალ მხატვრულ ღირებულებაზე და სათქმელის არააქტუოალუბაზე ( არ შემიძლია ამას ნაწილობრივ მეც არ დავეთთნახმო). ჰოდა მოკლედ რომ ვთქვათ კოელიოსაც ის დაემართა რაც ტიტანიკს, ავატარს და თუნდაც ჯგუფ მგზავრებს ( ეს ქართული ჯგუფია ასეთი) ზედმეტი პოპულარობისგან გოიმობად იქცნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий